ქართველების მიერ შექმნილი ჭკვიანი ბეჭედი ამაზონზე 69 დოლარად იყიდება

ქართველი ახალგაზრდების მიერ შექმნილი ხის ჭკვიანი ბეჭდის „კნიკის“ შეძენა მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ინტერნეტმაღაზიის გვერდზე amazon.com-ზეცაა შესაძლებელი.

ამაზონის“ ვებგვერდზე ორი - Oxford Blue და Light Brown/Rosewood დიზაინის ჭკვიანი ბეჭდების ყიდვაა შესაძლებელი.

ჭკვიანი ბეჭედი „ამაზონის ვებგვერდზე 59-69 დოლარი ღირს. კერძოდ, Oxford Blue-ს დიზაინის ბეჭედი 59 დოლარად; Light Brown/Rosewood დიზაინის ბეჭედი კი 69 დოლარად იყიდება.

„კნიკი“ ქართველი სტუდენტების სტარტაპია, რომელიც ბაზარზე რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა. „კნიკი“ ამარტივებს პირადი მონაცემების შენახვას, ამასთან, მას შეუძლია შეინახოს პირის სამედიცინო ინფორმაცია.