1 იანვრიდან ოქროსფერი 50-თეთრიანი მონეტის გამოყენება შესაძლებელი აღარ იქნება

2018 წლის 1 იანვრიდან, სავაჭრო და ნაღდი ფულით მომსახურების ობიექტები ანგარიშსწორების მიზნით ოქროსფერ 50-თეთრიან მონეტას აღარ მიიღებენ.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2019 წლის 1 იანვრამდე 50 თეთრიანის ნომინალური ღირებულებით გამოცვლა შესაძლებელი იქნება ნებისმიერ კომერციულ ბანკსა და საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში.

”2018 წლიდან, ერთი წლის განმავლობაში, ძველი 50 თეთრიანის ნომინალური ღირებულებით გამოცვლა შესაძლებელი იქნება ნებისმიერ კომერციულ ბანკსა და საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში, ხოლო 2019 წლის 1 იანვრიდან - მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში. აქვე გაცნობებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, 2006 წლიდან მიმოქცევაში გაუშვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დამზადებული და ხარისხობრივად მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული 50 თეთრის ნომინალის ახალი მონეტა, რომელიც წარმატებით დამკვიდრდა მიმოქცევაში”, - განმარტავენ სებ-ში.