ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
რამდენია სტაჟიორების ანაზღაურება იუსტიციის სამინისტროში

2018 წლისთვის იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში სტაჟიორების რაოდენობა 25, მათი ანაზღაურება კი თვეში 400 ლარი იქნება.

ამის შესახებ, მინისტრის 4 დეკემბრის ბრძანებაშია ნათქვამი.

ბრძანების მიხედვით, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სტაჟიორთა (ანაზღაურებადი) რაოდენობა და ანაზღაურების ოდენობა შემდეგნაირია:

იუსტიციის სასწავლო ცენტრში − სტაჟიორთა რაოდენობა 5, ანაზღაურების ოდენობა კი − თვეში 400 ლარი იქნება; ასევე 400 ლარი იქნება სტაჟიორთა ანაზღაურება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სადაც მათი რაოდენობა 7 ერთეულით არის განსაზღვრული, საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში – 2 სტაჟიორი დასაქმდება და მათი თვიური ხელფასი 400 ლარი იქნება; საჯარო რეესტრში სტაჟიორთა რაოდენობა 20 ერთეულით, მათი ანაზღაურება კი თვეში 300 ლარით არის განსაზღვრული; სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში 15 სტაჟიორის მიღებაა დაგეგმილი, რომელთა ხელფასიც 400 ლარი იქნება; ასევე 400 ლარი ექნებათ სტაჟიორებს საქართველოს ეროვნულ არქივში, სადაც 10 სტაჟიორის მიღებაა დაგეგმილი.

60 სტაჟიორი იქნება აღსრულების ეროვნულ ბიუროში, რომელთა ანაზღაურებაც 400 ლარი იქნება; მონაცემთა გაცვლის სააგენტოში სტაჟიორთა ანაზღაურება 400 ლარი, ხოლო მათი რაოდენობა 1 იქნება; თვეში 200 ლარია სტაჟიორებისთვის განსაზღვრული იუსტიციის სახლში, სადაც მათი რაოდენობა 2018 წელს 80 იქნება; 8 სტაჟიორის მიღებაა დაგეგმილი „სმართ ლოჯიქიში“ (SMART LOGIC), სადაც სტაჟიორთა ანაზღაურება თვეში 500 ლარი იქნება; დანაშაულის პრევენციის ცენტრში კი სტაჟიორთა რაოდენობა 5 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა კი თვეში 400 ლარით არის განსაზღვრული.

ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ანაზღაურებად სტაჟიორად დანიშნული იუსტიციის სასწავლო ცენტრის პროექტ „50 საჯარო მოხელის“ მონაწილეების ყოველთვიური ანაზღაურება 400 ლარის ოდენობით არის განსაზღვრული.