1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6975 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6975 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7031 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0056 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1895 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2070 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0175 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.