National Geographic-ის საუკეთესო ფოტოებში ასახული ევროპა

ფოტოგრაფები სხვადასხვა ზომის კამერით არიან შეიარაღებული და მთელ მსოფლიოში უნიკალურ კადრებს იღებენ.

ბოლო 125 წლის განმავლობაში ჟურნალ National Geographic-ში 200-ზე მეტი ფოტო დაიბეჭდა. „ბიზნეს ინსაიდერი“ მათგან საუკეთესო ფოტოებს წარმოგიდგენთ.

დასავლეთ გერმანია - 1973 წელი

ფოტოზე გამოსახულია მიუნხენში ლუდის დარბაზი, სადაც ათასობი ადამიანია შეკრებილი, შუშებიდან კი მზის სხივები ოთახში შემოდის. ფოტოს ავტორი გარი ჯენინგსია.

საბჭოთა კავშირი - 1965 წელი

მოსკოვში, წითელ მოედანზე მრავლფეროვანი და მრავალგუმბათოვანი წმინდა ბასილის ტაძარი დგას, რომელიც 1965 წლის ფოტოზეა აღბეჭდილი. მრავალ ომ გამოვლილი ტაძარი, რომელიც 1552 წლით თარიღდება დღეს სახელმწიფო მუზეუმს წარმოადგენს.

შვედეთი - 2015 წელი

მზის ჩასვლა „სარეკის“ ეროვნული პარკის ხეობაში ჩრდილოეთ შვედეთში. არაფერი ასე კარგად არ ასახავს სკანდინავიის ველურ ბუნებას, როგორც მზის ჩასვლის სცენა თავისი მყინვარებით, ტბებითა და მდინარის შენაკადებით.

რუმინეთი - 2013 წელი

ამ სურათზე ჩრდილოეთ რუმინეთში ბორკას ოჯახის წევრების 40 ჰექტარის ფართობის ფერმაში მუშაობაა ასახული.

ავსტრია - 1967 წელი

ვენაში „შორბნის“ სასახლეში ფორმალური მიღება იმართება. ეს დარბაზი თავისი ჭაღებითა და უმშვენიერესი ფრესკებით წლების განმავლობაში უამრავი ბანკეტისა და მიღების მოწმე გახდა. სასახლეს ყოველწიურად ათასობით ტურისტი სტუმრობს.

შვეიცარია - 1960 წელი

ფოტოგრაფმა კატლინ რევისმა შვეიცარიის ერთ-ერი ქალაქი ზამთარში ღამით გადაიღო. სურათს განკუთრებულს სახლებიდან, რესტორნებიდან და სასტუმროებინდა გამოსული სინათლე ხდის.

შვეიცარია - 1985 წელი

შვეიცარიის აპენზელის რეგიონი - თავისი მწვანე მდელოებით, მთებითა და სახლებით.

გერმანია - 1959 წელი

დასავლეთ გერმანიის საოცარი აღდგენა ომის შემდეგ. სურათზე ასახულია ჰამბურგის ღამის ცხოვრება, თავისი კლუბებითა და გასართობი ადგილებით.

აღმოსავლეთ გერმანია - 1973 წელი

ძველი ხის კარკასული ქალაქი სტოლბერგი. ძველი კურორტი გერმანიის ისტორიის განმავლობაში უცვლელი რჩებოდა, თუმცა 1945 წელს ქალაქი საბჭოთა კავშირის მხარეს მოხვდა.

დასავლეთ გერმანია დაახლოებით 1970 წელი

„შოიშვანშტაინის“ ექსტრავაგანტული სასახლე გერმანიაში, რომელიც ბავარიაში შვანგაუს მახლობლად მდებარეობს. იგი მე-19 საუკუნის ბოლოს ააგეს, რომელიც მთლიანად ბავარიის შეშლილი მეფის ლუდვიგ 2-ის ფანტაზიის ნაყოფია.

უელსი - 1964 წელი

სიმწვანეში ჩაფლულ Snowdonia-ს ეროვნულ პარკში ტურისტები მოგზაურობენ.

ბელგია - 1948 წელი

ბელგიის მზიანი სანაპირო ზაფხულში, ომის შემდეგ ფსიქოლოგიური და ფიზიკური შესვენება ყველას სჭირდება.

ესპანეთი - 1983 წელი

მამაკაცები პარკში ხის სკამზე სხედან, მათ უკან კი დიდებული ეკლესია მოჩანს.

იტალია -1955 წელი

1945 წელს მეორე მსოფლიოს ომი შემდეგ იტალია დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა. სწორედ ქვეყნის დამოუკიდებლობას აღნიშნავენ 1955 წელს მოედანზე შეკრებილი ადამიანები.

ვატიკანი - 1971 წელი

წმინდა პეტრეს ბაზილიკას ტაძარის კედლები მზის სხივებს ირეკლავს, იგი უდიდეს ტაძრად სამართლიანად მიიჩნევა.

იტალია - 1930-იანი წლები

კურორტ კორტინა დემპეზოს ორი ადგილობრივი ქალი, რომლებიც არც იტალიურზე და არც გერმანულზე არ საუბრობენ. ისინი ლადინზე საუბრობენ, რომელიც ალპური იშვიათი ენაა.

საბერძნეთი -1963 წელი

ბერძნული არქიტექტორის ბრწყინვალე ნიმუში - „პანთენონი“, რომელიც ძვ.წ მე-5 საუკუნიდან დგას. სურათზე, „პანთეთონის“ წინ ემიგრანტი ქალები არიან გამოსახული.

თურქეთი - 1950 წელი

სტამბოლი, 1950 წელი. მგზავრები ბოსფორის ბორანით ბოსფორის სრუტეს მეორე მხარეს გადადიან.

იხილეთ ფოტოგალერეა