კინოკომპანია Warner Bros Pictures-ის ფილემებიდან მიღებულმა სალარო შემოსავლმა წელს 5 მილიარდ დოლარიანი ზღვარი გადალახა.
კომპანიამ ამ ნიშნულს არსებობის მანძილზე მეორედ მიაღწია. ამაში კი უმთავრესი როლი ითამაშა მის მიერ გამოცემულმა ხუთმა ფილმმა, რომლებმაც სულ ცოტა 500 მილიონზე მეტი გამოიმუშავეს.
ეს ფილმებია DC-ის კომიქსების საფუძველზე გადაღებული Wonder Woman (821.8 მილიონით) Justice League (570.3 მილიონით), It (694.2მილიონით,) Kong: Skull Island (566.7 მილიონით) და კრისტოფერ ნოლანის Dunkirk (525.0 მილიონით). საერთო ჯამში კომპანიის ანგარიშზე მიმდინარე წელს 17 ფილმია.
რაც შეეხება მის მთავარ კონკურენტსა და მსოფლიო კინოინდუსტრიის ლიდერს, „ვოლტ დისნეის“ მან 5 მილიარდიან ზღვარს ერთი კვირით ადრე მიაღწია. Walt Disney Studios-მ ეს ზღვარი ზედიზედ მესამედ გადალახა, რაც აქამდე არცერთ კომპანიას არ გამოუვიდა და დიდი ალბათობით ის მიმდინარე წელს ერთი წლის განმავლობაში გამოცემული ფილმების შემოსავლებით 6 მილიარდიან ზღვარს გასცდება. ამ დროისთვის კომპანიის ანგარიშზეა 7 პროდუქტი: ერთი დოკუმენტური ფილმი, ორი ანიმაცია (კოკო და მანქანები 3), და ოთხი ბლოკბასტერი, მათ შორის „კარიბის ზღვის მეკობრეები 5“, და „მარველის“ კომიქსების მიხედვით გადაღებული ფილმები „ტორი რაგნაროკი“, „გალაქტიკის მცველები“ და 2017 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი „ურჩხული და ლამაზმანი“ 1,26 მილიარდი დოლარის შემოსავლით. გარდა ამისა, 15 დეკემბერს დაგეგმილია“დისნეის“ მთავარი სიახლის, წლის ყველაზე მსხვილი დებიუტიც - Star Wars: The Last Jedi, რომლის საბოლოო შემოსავლები უკვე მომავალი წლის თებერვლისთვის დიდი ალბათობით 2 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
ამერიკული დიდი სამეულის კიდევ ერთი წევრი, კინოკომპანია Universal Pictures ასევე უმიზნებს 5 მილიარდიან ზღვარს. მის ანგარიშზე მიმდინარე წელს 13 პროდუქტია და აქედან ორმა („ფორსაჟი 8“, „საზიზღარი მე 3“) მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავეს. კომპანიას წინ აქვს ასევე 15 დეკემბერს დაგეგმილი წლის ბოლო სიახლე, ანიმაცია სახელწოდებით „ფერდინანდი“, რომელიც თავის წვლილს შეიტანს ამ ნიშნულის მიღწევაში.
ცნობისათვის, სწორედ ამ სამ კინოკომპანიაზე მოდის მსოფლიო კინოშემოსავლების 60%-ზე მეტი.
კოკა კვირკველია