მსოფლიოს ორ უსმხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიას შორის აქამდე არსებული ფარული ქიშპობა უკვე ღია დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ამჟამად დაპირისპირების მიზეზია „გუგლის“ კუთვნილი ვიდეო სერვისი YouTube, რომელიც კომპანიამ „ამაზონის“ ორი ვიდეომომსახურებიდან სრულად ამოიღო. ამის მიზეზად კი Google-მა მეტოქე კომპანიის მხრიდან მისი ვიდეომოწყობილობის გაყიდვებზე უარი დაასახელა.
როგორც ცნობილია, ეს კომპანიები ტექნოლოგიების სფეროში რამდენიმე მიმართულებით იკვეთებიან, მათ შორის არის როგორც „ქლაუდ სერვისები“ და სამძებრო სისტემები, ასევე ისეთი ტექნიკური მოწყობილობები, როგორიცაა ხმოვანი კონტროლის ასისტენტები Google Home და Amazon Echo Show. თანამედროვე ეპოქაში, როცა კომპიუტერებთან ინტერაქცია სულ უფრო აქტიური ხდება, არავინ იცის ვინ იქნება ამ ბაზარზე დომინანტი - Amazon, Google თუ სხვა რომელიმე. ამ დროისთვის კი გაყიდვების მიხედვით სეგმენტის ლიდერად „ამაზონის“ მოწყობილობა გვევლინება.
ოფიციალურ განცხადებაში Google წერს: „Amazon-ი უარს ამბობს კომპანიის ისეთი პრიდუქტების რეალიზებაზე, როგორიცაა Chromecast და Google Home, ის ასევე უარს ამბობს საკუთარი Prime Video სერვისი ხელმისაწვდომი გახადოს Google Cast-ის მომხმარებლებისთვის და ნოემბერში ასევე უარი თქვა ჩვენი პარტნიორი კომპანიის, Nest-ის პორდუქციის გაყიდვაზე. ამის გამო ჩვენ უარს ვამბობთ YouTube-ის მხარდაჭერაზე „ამაზონის“ კუთვნილ Echo Show და Fire TV-ზე. იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს პრობლემა მალე იქნება დაძლეული.“
საპასუხო განცახდებაში Amazon წერს: “Google-მა მიმართა სელექციურ უპრეცენდენტო გადაწყვეტილებას, მოახდინა რა ღია ვებგვერდის ბლოკირება სელექციურად“ და მანაც იმედი გამოთქვა, რომ ამ უთანხმოებას მალე დაძლევენ.
ცნობისათვის, ამ ორ ტექნოლგიურ გიგანტს შორის დაპირისპირება გასულ წელს დაიწყო, მას შემდეგ რაც Amazon-მა „გუგლის“ სატელევიზიო მომსახურება Chromecast-ი საკუთარი გაყიდვებიდან ამოიღო, Apple Inc’s TV player-თან ერთად, და ეს გადაწყვეტილება საკუთარი Prime Video სერვისის შექმნით ახსნა. თუმცა, ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისში „ეპლთან“ შეთანხმება გააფორმა და Apple TV დააბრუნა, ხოლო Google უარით გაისტუმრა. ანალიტიკოსების აზრით, Google-ის ბოლო გადაწყვეტილება, მნიშვნელოვნად შეამცირებს „ამაზონის“ ერთ-ერთი წარმატებული პროდუქტის, Fire TV-ის გაყიდვებს.
კოკა კვირკველია