ამერიკაში საშუალო ფენას გაქრობა ემუქრება

იაფფასიანი ე.წ. „დოლარ სთორების“ სიმრავლე და პოპულარობა ამერიკაში საშუალო ფენის სიკვდილს მოასწავებს.

ამ სათაურით აქვეყნებს მასალას გამოცემა „ბიზნეს ინსაიდერი“, რომელიც ეყრდნობა The Wall Street Journal-ის მონაცემებს.

გამოცემის ინფორმაციით, კომპანია Dollar General-ი გახდა ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი რითეილერი და სულ უფრო მეტი სიხშირით ხსნის ახალ ფილიალებს, მაშინ როდესაც ცნობილი მსხვილი მაღაზიები, როგორებიცაა Sears და Macy, „იბრძვიან გადარჩენისთვის“.

სტატისტიკის თანახმად, „დოლარიანი“ მაღაზიების მომხმარებლები არიან წლიური 40 ათასი დოლარის შემოსავლის მქონე ოჯახები, ხოლო მათი რიცხვის ზრდა მიანიშნებს, რომ ამერიკის მასშტაბით საშუალო ფენა სულ უფრო მცირდება ღარიბებისა და მდიდრების სასარგებლოდ.

2010 წლიდან 2015 წლამდე პერიოდში, ამერიკის მასშტაბით, „დოლარიანი“ მაღაზიების გაყიდვებმა 30 მილიარდიდან 45 მილიარდ დოლარამდე მოიმატა. ამას კი ხელს უწყობს უპირველეს ყოვლისა, ქვეყანაში არსებული სამუშაო ადგილების კლება.

კოკა კვირკველია