ფოტოფაქტი - „ნაბეღლავის“ რეკლამა ტოკიოს ცენტრში

იაპონიაში, კერძოდ ტოკიოს ცენტრში ქართული მინერალური წყლის „ნაბეღლავის“ სარეკლამო ბანერია გამოკრული.

ფოტოს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ერთ-ერთი მომხმარებელი ავრცელებს.

მინერალური წყლები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჯგუფია საქართველოდან ექსპორტირებულ პროდუქტებს შორის. თუმცა, აღსანიშნავია, რომ საქსტატის მონაცემებით, 2014-2016 წლებში მინერალური და გაზიანი წყლების ექსპორტი მცირდებოდა. კერძოდ, 2014 წელს მისმა ექსპორტმა 136,777 მილიონი დოლარი; 2015 წელს 81,837 მილიონი დოლარი; 2016 წელს - 79,442 მილიონი დოლარი; ხოლო 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში - 76,775 მილიონი დოლარი შეადგინა.