გია ვოლსკი - სტრუქტურული ცვლილებების შედეგად დაზოგილი თანხა საკმაოდ მოცულობითი იქნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, სტრუქტურულ ცვილილებებთან დაკავშირებით, სწორი ნაბიჯები იდგმება, რაც მმართველობით სისტემას გააუმჯობესებს.

„სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით ყველა დეტალი გავიარეთ და რაიმე ცვლილებების შეტანა აღარ იქნება. მე ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებებია მიღებული. აბსოლუტურად არასწორი შეფასებები კეთდება ჩვენი ოპონენტების მიერ გარკვეული საკითხების შესახებ. ხან ამბობენ, რომ ხალხი უნდა გაყარო ქუჩაში და ამით ფული დაზოგო. ჩვენ ვამბობთ, რომ ოპტიმიზაცია არის მთავარი და საკმაოდ დიდი თანხა არის დაზოგილი ბიუროკრატიული აპარატის ხარჯზე 2016 წელთან შედარებით. 2017 წლის ბოლოს დავითვლით და თანხა საკმაოდ მნიშვნელოვანი და მოცულობითია. ასე რომ, ყველა ამ მიმართულებით სწორ ნაბიჯებს ვდგამთ. მმართველობით სისტემაში გაუმჯობესებაა მოსალოდნელი,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, სტრუქტურული ცვლილებების განხილვა მესამე მოსმენით დღეს დასრულება.