საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, გმირთა მოედნიდან ვარაზისხევის მიმართულებით მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, გმირთა მოედნიდან ვარაზისხევის მიმართულებით მოძრაობა 00:00 საათიდან ნაწილობრივ შეიზღუდება, - ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს.

„დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, გმირთა მოედნიდან ვარაზისხევის მიმართულებით მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. სამუშაოებს შპს ,,თბილსერვის ჯგუფი’’ ახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.