ბიდიომ 2017 წლის 30 სექტემბრით დასრულებული ფინანსური წლის გლობალური შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ქსელის მთლიანი შემოსავალი 8%-ით გაიზარდა და 8.1 მლრდ აშშ დოლარი / 7.4 მლრდ ევრო შეადგინა.
ზრდა განპირობებულია ბიდიოს სტრატეგიით, რომელიც ეფუძნება კლიენტებზე ზრუნვის, ასევე შერწყმისა და კონსოლიდირების პროგრამას, რაც მიზნად ისახავს ბიდიოს წევრი ყველა ფირმის გავლენის ზრდას ბაზარზე.
ქსელი განაგრძობს გაფართოებას, ახალი სტატისტიკის თანახმად, ბიდიო უკვე წარმოდგენილია 162 ქვეყანაში. გარდა ამისა, 9.04%-ით, 73,854-მდე გაიზარდა თანამშრომლების რაოდენობა ბიდიოს 1500 ოფისში მსოფლიოს მასშტაბით.
„ძალიან ვამაყობ იმ ფაქტით, რომ ბიდიო წარმატებით ადაპტირდება საკმაოდ კონკურენტულ გარემოში და ჩვენი გამორჩეული მომსახურებით ის არის ლიდერი ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია საშუალო ბიზნესის ბაზარზე. გლობალურად ბიდიო განაგრძობს გაფართოებას კრიტიკულად მნიშვნელოვანი ბაზრის მოთამაშეების შეძენით, როგორებიც არიან კიბერუსაფრთხოების სფეროში მოქმედი კომპანიები. გლობალური ცოდნის აღნიშნულ რესურსზე დაყრდნობით ჩვენ გადავდივართ შემდეგ ეტაპზე, მეტი ეფექტურობისა და ჩვენი კლიენტების ტექნოლოგიური გარდაქმნის დაჩქარებით, ვიკავებთ ლიდერ პოზიციას ბაზრის ამ მართლაც ინოვაციურ სეგმენტში. თანამედროვე, აჩქარებული ეპოქის პირობებში, ჩვენს ბიზნეს პარტნიორებთან ერთად ვაგრძელებთ ინვესტირებას ტექნოლოგიებში, რათა განვაგრძოთ ჩვენი კლიენტების მხარდაჭერა. ბიდიო უდავოდ ხდება ციფრულ ტექნოლოგიებზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც ქმნის დამატებით ღირებულებებს თავისი კლიენტებისთვის“, აცხადებს ბიდიო გლობალის აღმასრულებელი დირექტორი კიტ ფარლინგერი (Keith Farlinger).
ბიდიო გამოყოფს იმ მიზეზებს, რამაც შთამბეჭდავი ზრდა განაპირობა. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია, რადგან კომპანიას კარგად ესმის, რომ კლიენტების დახმარებას ინოვაციებისა და ცვლილებების გზით მოაქვს რეალური სარგებელი. ტექნოლოგია ცვლის პროფესიულ და მონაცემთა ანალიზის შესაძლებლობებს - დიდი მოცულობის მონაცემები, ბენჩმარკინგი და სხვადასხვა ინსტრუმენტები არის დიდი ყურადღების საგანი. 2017 წელს ბიდიომ ციფრული ტექნოლოგიის მიმართულებით გარკვეული ტრანსფორმაცია განიცადა, რათა მომზადებული შეხვედროდა მომავლის ცვლილებებს დაკავშირებულს ავტომატიზაციასთან.
მეორე მიზეზი ეს არის კლიენტებთან ურთიერთობა - თანამედროვე სამყაროში, სერვისების ციფრულ ტექნოლოგიებზე მორგება ბიდიოს საშუალებას აძლევს კლიენტებს შესთავაზოს დამატებითი ღირებულებები. ინფრასტრუქტურა და რესურსები, რომელიც ხელმისაწვდომია ბიდიოს ქსელის ყველა წევრისთვის, მოიცავს კლიენტებთან ურთიერთობის პლატფორმებსა და მსოფლიო კლასის მეთოდოლოგიას, რაც შესაძლებელს ხდის გლობალურად ერთიანი ხარისხის სერვისის მიწოდებას. ბიდიო ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს სთავაზობს არამხოლოდ სერვისის ნაწილში, არამედ კომპანიის დონზე, რადგან ქსელის წევრებს უფლებამოსილებას ანიჭებს კლიენტებს შესთავაზონ კარგი მომსახურება აუდიტისა და საგადასახადო მომსახურების მიმართულებით, ასევე სწრაფად უპასუხონ კლიენტის გამოწვევებს. იყოს ოპერატიული, ხელმისაწვდომი და გულისხმიერი - ეხმარება ბიდიოს კლიენტთან ჰქონდეს ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა.
შერწყმა და ახალი ფირმები არის ზრდის გამომწვევი კიდევ ერთი მიზეზი. ბიდიოს ქსელში გაერთიანდნენ კომპანიები ანტიგუასა და ბარბუდაში, დომინიკაში, გრენადასა და სამოაში, ასევე არუბაში. წლის განმავლობაში დაფიქსირდა არაერთი მნიშვნელოვანი შერწყმა EMEA-ს რეგიონში სომხეთში, ფინეთში, საფრანგეთში, ირლანდიაში, იტალიაში, ლუქსემბურგში, სამხრეთ აფრიკასა და ესპანეთში, ასევე აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ავსტრალიას, ინდოეთსა და ინდონეზიაში. შემოსავლის წლიურმა ზრდამ ამერიკის რეგიონში 9,6% შეადგინა. აღმოსავლეთ კარიბებზე ბიდიოსა და ყოფილი KPMG-ს შერწყმის შედეგად ახალი პარტნიორები შეუერთდნენ ბიდიოს სენტ ლუსიაში, ხოლო სრულიად ახალი ფირმა შეიქმნა სენტ ვინსენტსა და გრენადინებში.
„მიხარია, რომ ბიდიოს აქვს ფართო შესაძლებლობები გლობალურ ბაზარზე. ჩვენ გვაქვს სწორი მიმართულება, კლიენტების სწორი ბაზა და გვყავს ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ სისრულეში მოიყვანონ ჩვენი დაპირებები. ჩვენ ვიცით თუ როგორ ვმართოთ რისკები ჩვენს ბიზნესში და პირველ რიგში ეს იწყება ხარისხის მიწოდებით ყველაფერში, რასაც ვაკეთებთ. ბიდიოში ჩვენ გულწრფელად ვზრუნავთ ჩვენს კლიენტებსა და თანამშრომლებზე. ეს კულტურა არის კლიენტებისთვის გამორჩეული მომსახურების გაწევისა და ჩვენი თანამშრომლებისთვის საუკეთესო გამოცდილების შეძენის გარანტი. ჩვენი ყურადღება მიმართულია ძლიერი და შემოსავლიანი 2018 წლისაკენ. ეს ბიდიოს დროა!“, - დასძენს ფარლინგერი.
(R)