რამდენიმე დღის წინ თბილისი საახალწლოდ ახალი ილუმინაციებით მოირთო.
"თბილსერვის ჯგუფმა" დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე - რუსთაველის, მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირებზე, ასევე, პეკინისა და ბარათაშვილის ქუჩებზე, საახალწლო ილუმინაციები დაამონტაჟა.
რუსთაველის გამზირზე, ახალი, იტალიური ილუმინაციის მონტაჟს თბილისის მერი კახა კალაძეც დაესწრო.
"თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის, ლევან ჯღარკავას განცხადებით, მიმდინარე წელს საახალწლო ილუმინაციებისთვის 3 მლნ ლარი დაიხარჯა.
ქალაქის მთავარ გამზირზე დამონტაჟდა პეპელას ფორმის 32 განათება. ასევე, დეკორატიულად მოირთო ხეები. სწორედ პეპელას ფორმის იტალიურ განათებას, რომელიც რუსთაველზეა დამონტაჟებული, აღმოჩნდა, რომ ნაწილები სცვივა. გამზირზე, ილუმინაციის მიმდებარე ტერიტორიაზე განათების "ფარფლებია" მოფენილი. როგორ ჩანს, ქარის და ცუდი ამინდის გამო, განათება მთავარ ხიბლს კარგავს... იხილეთ ფოტოები