სილქნეტი უპრეცენდენტო აქციას იწყებს თბილისში

დღეიდან სილქნეტი ყველა აბონენტს უპრეცენდენტო პირობებს თავაზობს 6 თვის განმავლობაში:

ოპტიკურ ქსელში უფასოდ ჩართვას, 35მბ/წმ სიჩქარის ინტერნეტის და ტელევიზიაზე ყველაზე მაღალი პაკეტის Delux (230 არხი) გააქტიურებას.

„სილქნეტი ერთგულ მომხმარებლებს ასაჩუქრებს მრავალფეროვანი არხებით და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით. ასევე მსურველებს უფასოდ თავაზობს ქსელში ჩართვას და მათთაც ექნებათ საშუალება 6 თვის მანძილზე ისარგებლონ საახალწლო პირობებით ინტერნეტსა და ტელევიზიაზე. ამასთან, წარმატებული მოლაპარაკების შედეგად, ფასის შეუცვლელად შევუნარჩუნეთ მომხმარებელს ქართული არხები. უკვე აღდგა გადახვევის 10 დღიანი ხანგრძლივობა რამდენიმე არხზე. ეტაპობრივად ჩაირთვება ეს ფუნქცია დარჩენილ არხებზეც“ - განაცხადეს კომპანიაში.

მსურველს შეუძლია გაიაროს რეგისტრაცია ცხელი ხაზის 2100-100 მეშვეობით.

(R)