საქართველოში Apple-ის პირველი პრემიუმ რისელერის მაღაზია დღეს, სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისში“ 19:00 საათზე გაიხსნება.
მაღაზია სავაჭრო ცენტრის მეორე სართულზე განთავსდება და 100 კვადრატულ მეტრზე მეტ ფართს დაიკავებს.
მაღაზიაში გამოყოფილი იქნება სპეციალური სექცია Flex მაგიდის სახით, სადაც მომხმარებლებს შეეძლებათ Apple-ის პროდუქციის ფუნქციებზე უფრო მეტი გაიგონ.
iSpace-ის ცნობით, მაღაზიაში გახსნის დღეს iPad-ის პლანშეტებზე, Mac-ის კომპიუტერებსა და iPhone-ის სმარტფონებზე 20%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს.
„ნებისმიერი ფერის iPhone 7 (32GB) 1 899 ლარის ნაცვლად, 8 დეკემბერს 1 519 ლარი ეღირება; iPhone 8-ის (64GB) შეძენა მოქალაქეებს დღეს 1 999 ლარად შეეძლებათ, მაშინ როცა მისი ღირებულება 2 499 ლარია; უახლესი მოდელის სმარტფონი - iPhone X კი 3 799 ლარის ნაცვლად, დღეს 3 499 ლარად გაიყიდება; 2 999 ლარის ნაცვლად 2 399 ლარი ეღირება ულტრათხელი 13 ინჩიანი MacBook air-ი; უახლესი MacBook Pro-ი კი 4 520 ლარის ნაცვლად ფასდაკლებით, 3 599 ლარად გაიყიდება; ფასდაკლება ასევე გავრცელდება 2017 წლის ბოლო მოდელის iPad-ზე (32GB), რომელიც 1 140 ლარის ნაცვლად 899 ლარად გაიყიდება. აღნიშნული პროდუქციის ფასები ყველაზე გამორჩეული იქნება მსოფლიოში და შესაძლოა იგივე ან უფრო დაბალიც კი იყოს, ვიდრე აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში,“- აღნიშნავენ iSpace-ში.
მათივე ცნობით, პროდუქციის შეძენა როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე განვადებით იქნება შესაძლებელი. ფასდაკლების გარდა, სტუმრებს მაღაზიაში სხვადასხვა გასართობი აქტივობაც დახვდებათ.
კერძოდ, მეორე სართულის ატრიუმში მოეწყობა Apple-ის სამყარო სხვადასხვა გასართობი ზონებით. მათ შორის: საინტერესო ფოტო ზონა, ბავშვების გასართობი კუთხე, bubble შოუ და სხვა. გასართობი ზონების გარდა, სტუმრები შეძლებენ შეისწავლონ iPad-ზე ხატვა და თავად გახდნენ მხატვრის ინსპირაციის წყარო. ღონისძიების მსვლელობის დროს საჩუქრის მიღების შანსი ყველა სტუმარს მიეცემა.