იაპონიასა და ევროკავშირს შორის შეთანხმების მიმდინარე პროცესი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, საბოლოოდ დასრულდა.
ამიერიდან მიღწეული შეთანხმება დაფარავს 600 მილიონ მოსახლეობას და მსოფლიო ეკონომიკის მესამედს.
„ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება“, რომელიც 2011 წლიდან მოყოლებული მუშავდებოდა, ითვალისწინების საგადასახადო ტარიფების გაუქმებას პრაქტიკულად ყველა ევროპულ საექსპორტო პროდუქციაზე, მათ შორის ღვინოსა და ყველზეც. ხოლო იაპონელი ავტომწარმოებლები და ელექტრონიკის მწარმოებელი კომპანიები ნაკლებ ბარიერს წააწყდებიან ევროკავშირის ბაზარზე.
ევროკავშირსა და იაპონიას შორის სავაჭრო ბრუნვამ გასულ წელს 140 მილაირდი დოლარი შეადგინა. ევროკავშირი აცხადებს, რომ აღნიშნული შეთანხმებით დამატებით შეიქმნება 600,000 ახალი სამუშაო ადგილი ევროკავშირის ფარგლებში.
კოკა კვირკველია