დონალდ ტრამპმა მოსკოვის წინააღმდეგ მორიგ სანქციებს მხარი დაუჭირა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ მორიგ სანქციებს მხარი დაუჭირა.

როგორც გამოცემა Politico პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან საკუთარ მაღალჩინოსან წყაროზე დაყრდნობით წერს, ამერიკის პრეზიდენტის ახალი შეზღუდვების მიზანია არ დაუშვას რუსეთის გასვლა „შორი და ახლო მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის“ შეთანხმებიდან. სანქციები კი ხელს შეუწყობს რუსეთის ხელისუფლებას „ეკონომიკური გეგმები“ შეცვალოს.

თეთრი სახლის წყაროს განცხადებით, რუსეთი არღვევს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ორივე ქვეყანას ეკრძალება იქონიოს და შეიმუშავოს 500-დან 1000-მდე და 1000-დან 5500-მდე კილომეტრის რადიუსის მქონე რაკეტები.

რუსეთი კი თავის მხრივ ადანაშაულებს ამერიკას შეთანხმების დარღვევაში და აცხადებს, რომ თუ ამერიკა გავა შეთანხმებიდან, რუსეთი კიდევ უფრო მძლავრ იარაღს შეიმუშავებს.

შეგახსენებთ, რუსეთის წინააღმდეგ ამერიკის საქნციები მოქმედებს ასევე უკრაინის კრიზისის გამოც. რამდენიმე დღის წინ, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები გაგრძელდება, ვიდრე ყირიმზე უკრაინის ხელისუფლების კონტროლი არ აღდგება.

კოკა კვირკველია