გარემოვაჭრეებს წინასაახალწლოდ თბილისის კონკრეტულ ქუჩებზე შეეძლებათ ვაჭრობა

თბილისში წინასაახალწლო დღეებში ვაჭრობას გარემოვაჭრეებიც შეძლებენ. ამის შესახებ, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დედაქალაქის მასშტაბით კონკრეტული ლოკაციები გამოიყოფა, სადაც ადამიანები მათ მიერ წარმოებული პროდუქტების გაყიდვას შეძლებენ.

მერიაში დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა, სავარაუდოდ, ლოკაციები იმის მიხედვით შეირჩევა, თუ რომელ ქუჩებზეა ძირითადად გარევაჭრობისთვის მოთხოვნა. ამასთან, მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის, სოფო ხუნწარიას განცხადებით, გარევაჭრობას სავარაუდოდ, საახალწლო ბაზრობების ფორმა ექნება.