ორთაჭალაში ბიზნეს სახლის მშენებლობა 71 მილიონ ლარზე მეტი დაჯდება (+ფოტო)

ბიზნეს სახლის მშენებლობა ორთაჭალაში 71 621 080 ლარი დაჯდება.

პროექტზე ტენდერი ორ ნაწილად გამოცხადდა, პირველი ტენდერი შენობის საფუძვლის, შავი კარკასის და მსგავსი სამუშაოების განხორციელებას ეხებოდა, მეორე ტენდერი კი უკვე ფასადის, სახურავის მოწყობა-მონტაჟის სამუშაოებზეა გამოცხადებული.

ბიზნეს სახლის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებისთვის გამოცხადებულ 71 621 080 ლარიან ტენდერში წინადადებების მიღება 14 დეკემბერს დაიწყება და 19 დეკემბერს დასრულდება.

ცნობისთვის, ბიზნეს სახლის პროექტის განხორციელებისთვის, პირველ ტენდერში კომპანია „ენსისმა“ გაიმარჯვა და მასთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.

იხილეთ ფოტოები