კვლევის თანახმად, თბილისში ყველაზე ხშირად რადიო „პალიტრის“ საინფორმაციო გამოშვებას უსმენენ

კვლევის თანახმად, თბილისში ყველაზე ხშირად რადიო „პალიტრის“ საინფორმაციო გამოშვებას უსმენენ.

ორგანიზაცია IPR & Analytical Center-მა 2017 წლის ოქტომბერ-ნოემბერში რადიოს აუდიტორიის კვლევა ჩაატარა. შემთხვევითი შერჩევის მეთოდით 800 სატელეფონო ინტერვიუ შედგა. კითხვაზე - „რომელი რადიოს საინფორმაციო გამოშვებას უსმენთ ყველაზე ხშირად?“ ტოპ ხუთეული ასე გადანაწილდა: რადიო „პალიტრა“- 21.2%, რადიო „იმედი“-19.6%, რადიო „მაესტრო“- 14.7%, რადიო „ფორტუნა“-14.6%, რადიო „აფხაზეთის ხმა“- 10.5%.

რადიოს აუდიტორიის კვლევა 2017 წლის 24 ოქტომბრიდან 23 ნოემბრამდე პერიოდში მიმდინარეობდა. კვლევის არეალი თბილისის ხუთ რაიონს მოიცავდა. ცდომილება კი 4%-ს არ აღემატება.

(R)