14 დეკემბერს თბილისში რიგით მე-18 ბიზნეს-რეიტინგი ჩატარდება. ღონისძიების ფარგლებში 2016 - 2017 წლების ყველაზე წარმატებულ კომპანიებს დააჯილდოებენ.
ღონისძიება მედია ჰოლდინგ Georgian Times-ისა და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია GORBI-ს ორგანიზებით, „გარდენ ჰოლში“ ჩატარდება.
პროექტის მიზანია: ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, ახალი პერსპექტიული კომპანიების წარმოჩენა, ბიზნესს, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის დიალოგის მხარდაჭერა, ქართული ბიზნესის ახალი იმიჯის ჩამოყალიბება და ქართული ბიზნესის მიმართ მსოფლიო ბიზნეს-საზოგადოების ყურადღების მიპყრობა.
ცერემონიალზე სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლენილი ბიზნესმენები სამკერდე „ოქროს ჯვრით“ დაჯილდოვდებიან, მათ შორის საუკეთესოს კი გრანპრი, ბიზნესის ეროვნული ჯილდო, ხელნაკეთი და ექსკლუზიური კომპოზიცია „ბოლნური ჯვარი“ გადაეცემა, რომელიც ძვირფასი ლითონებისგან არის დამზადებული.
რეიტინგის ფარგლებში, უკვე გამოვლინდა საქართველოს 30 საუკეთესო კომპანია/ბიზნესმენი. ესენია: ავერსი, ბაზისბანკი, გააჰოლდინგი, გალფი, გეოპლანტი, გეოპროდუქტი, გიუაანი, დუგლაძეების ღვინის კომპანია, ენსისი, ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი, ვენდისი, ზარაფხანა, კავკასიის ავტო იმპორტი, კულა, ემჯი, მტკვარი ენერჯი, ნეოგაზი, ნიკორა სუპერმარკეტი, ნიუთაიმი, ომეგა ჯგუფი, ორბი ბათუმი, პსპ, საქნახშირი, საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია, საქართველის ინდუსტრიული ჯგუფი, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი, სოკარ ჯორჯია გაზი, ქართული ლუდის კომპანია - ზედაზენი, შუხმან ვაინს ჯორჯია და ჰიუნდაი ავტო საქართველო.
აღნიშნული კომპანიებიდან საუკეთესოსა და გრან-პრის მფლობელს, ღონისძიების დღეს, კენჭისყრის საფუძველზე თავად ბიზნესმენები დაასახელებენ. აღსანიშნავია, რომ საუკეთესო კომპანიებისა და ბიზნესმენების გამოვლენაში დამოუკიდებელი ექსპერტები, ეკონომიკური პროფილის უწყებათა ხელმძღვანელები და ჟურნალისტები, კონსალტინგური კომპანიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ფონდების და სოციოლოგიური კვლევების სამსახურები მონაწილეობენ.
ამასთან, წელს უკვე მეორედ, ბიზნეს-რეიტინგის ფარგლებში ჩატარდება ინვესტორთა დაჯილდოება Investment Awards, რომლის მიზანია წარმოაჩინოს და პოპულარიზაცია გაუწიოს ინვესტორებს, საინვესტიციო პროექტებს, რომლებიც უკვე განხორციელდა ან მიმდინარეა და ჯერ არ დასრულებულა. საუკეთესო ინვესტორებია: ანაკლიის განვითარების კონსორციუმი, დრიმლენდ ოაზისი, ლისი დეველოპმენტი, ჯეოსთილი, ჯეოპარსი.
ღონისძიების ოქროს სპონსორი - “სოკარ ენერჯი ჯორჯია”, გენერალური სპონსორი კი „ზარაფხანაა“. პროექტის პარტნიორები არიან: საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა, საერთაშორისო სავაჭრო სამრეწველო პლატა, საპარტნიორო ფონდი და თანაინვესტირების ფონდი. რაც შეეხება მედია მხარდაჭერას, ღონისძიების მედია პარტნიორები არიან: საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმედი, იბერია, ტვ პირველი, პალიტრა ნიუსი, საფერავი TV, რაგბი ტვ, ობიექტივი, სტარვიზია, მუზიკბოქსი, ფორტუნა, ავტორადიო, თბილისელები, ჯორჯიან თაიმსი, ჯორჯია თუდეი, კავკასიან ბიზნეს ვიკი, რეზონანასი, პრაიმთაიმი, ქართული სიტყვა, სვობოდნაია გრუზია, ბიზნეს მედია, ვერსია, ქართული აზრი, Geotimes.ge, Award.com.ge, Kvira.ge, Georgianpress.ge, For.ge, Liderinfo.ge, NewsDay.ge, Reportiori.ge, Economic.ge, Metronome.ge, Timer.ge, Fact2.ge.
მედია ჰოლდინგი Georgian Times და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია GORBI ბიზნეს რეიტინგს 1995 წლიდან ატარებს. პროექტის მხარდამჭერები- ქალაქ თბილისის მერია, ეკონომიკის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინიტრო, ფინანსთა სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, GCCI , ICC ჯორჯია, თანაინვესტირების ფონდი არიან.