წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წლის მე-3 კვარტალში 594.5 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, საანგარიშო პერიოდში ქვეყნის უმსხვილესი, პირდაპირი ინვესტორი ქვეყანა იყო აზერბაიჯანი, რომლის მიერ განხორციელებულმა ინვესტიციებმა 154.1 მილიონი დოლარი შეადგინა, მას მოსდევს თურქეთი - 138.6 მილიონი დოლარით, მესამე ადგილზე კი გაერთიანებული სამეფოა, რომლის მიერ განხორციელებული ინვესტიციების მოცულობამ 63.4 მილიონი დოლარი შეადგინა. ჩამონათვალში მე-4 პოზიციაზეა ნიდერლანდები - 61.9 მილიონი დოლარით, მე-5 ადგილს კი 23.4 მილიონი დოლარით - აშშ იკავებს.
საქართველოს 9 ძირითადი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნის ჩამონათვალშია ასევე: ჩეხეთი, ჩინეთი, რუსეთი და კორეა.