როგორი იქნება განახლებული ორბელიანის მოედანი და მიმდებარე ტერიტორია (+ვიდეო)

„ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის ფარგლებში 300-ზე მეტი ოჯახის საცხოვრებელი და კერძო საკუთრება გაუმჯობესდება“.

ამის შესახებ, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი ბაიდარაშვილმა ორბელიანის მოედნის რეაბლიტაციის პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ტერიტორიაზე 3 კომერციული ობიექტი და დაახლოებით, 150 ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომი აშენდება. ამასთან, რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ათონელისა და ფხოვის ქუჩები საფეხმავლოდ გადაკეთდება.

ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართა. ღონისძიებას პრემიერის ხელმძღვანელობით, მთავრობის წევრებიც ესწრებოდნენ.

bpn