წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსს“ კიდევ 2 ფილიალი შეემატა

„ბიბლუსი“ - ყველაზე დიდი წიგნის მაღაზიათა ქსელია საქართველოში.

ყველაფერი 9 წლის წინ ერთი პატარა წიგნის მაღაზიით დაიწყო თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე. ალბათ მაშინ ვერც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს პატარა მაღაზია წიგნის ყველაზე დიდ ქსელად იქცეოდა საქართველოში. მაშინ წიგნი ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყო, არც მასშტაბური მაღაზიები არსებობდა, არც „ბიბლუსი გალერეა“ თავისი ულამაზესი სივრცით, მაგრამ იოსებიძის ქუჩაზე არსებულმა პატარა, მყუდრო მაღაზიამ იმდენად ბევრი მკითხველი შემოიკრიბა გარშემო და ისეთი მოთხოვნა გააჩინა წიგნებზე, რომ მალე ქალაქში „ბიბლუსის“ მეორე მაღაზიაც გაჩნდა, მას მოჰყვა მესამე, მეოთხე და ეს პროცესი დღესაც გრძელდება.

კომპანიამ არსებობის 9 წლის მანძილზე შეძლო შეექმნა საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელი, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და სარგებლობს მრავალრიცხოვანი მომხმარებლის დამსახურებული ნდობით.

„ბიბლუსი“ წიგნის მრავალფეროვანი არჩევანით ანებივრებს არამარტო საქართველოს დიდ ქალაქებში მცხოვრებ მკითხველს, არამედ არაერთ რეგიონსაც: ბორჯომი, ბოლნისი, სენაკი, საჩხერე - ეს იმ ლოკაციების მცირე ჩამონათვალია, სადაც „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელი ფუნქციონირებს. ეს არის წიგნის მაღაზია, რომლის სხვადასხვა ფილიალშიც არაერთხელ გვინახავს თინეიჯერების რიგები მათი თაობისთვის საყვარელი მწერლების ახლადგამოსული წიგნების შესაძენად და საყვარელ მწერლებთან შესახვედრად.

9 წლის შემდეგაც „ბიბლუსი“ კვლავ აგრძელებს ქსელის გაფართოებას, ლიტერატურის მოყვარულთა განებივრებას და კვლავ აქტიურად ზრუნავს იმაზე, რომ ადამიანებს ჰქონდეთ სურვილი იკითხონ მეტი. ამ მიზნით „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელს ახლახანს კიდევ 2 ფილიალი შეემატა.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, კოსტავას 8 ნომერში ბიბლუსის კიდევ ერთი, ძალიან ლამაზი ფილიალი უკვე ელოდება მომხმარებელს. ლოკაცია საინტერესოა არამარტო ქართველი მომხმარებლისთვის, არამედ ტურისტებისთვისაც, რომელთა დიდი ნაწილიც ინტენსიურად მოძრაობს ამ ტერიტორიაზე. შესაბამისად, მაღაზიაში შეხვდებით როგორც ქართულენოვან, ასევე უცხოურენოვან წიგნებს. გარდა საინტერესო ლიტერატურისა, აქ მოსულ მომხმარებელს უამრავი განსხვავებული სასაჩუქრე ნივთი და სუვენირიც დახვდება.

გარდა თბილისისა, ახალი ფილიალი სულ ახლახანს გაიხსნა ბათუმშიც, ინასარიძის 5 ნომერში. ეს ბათუმში ბიბლუსის რიგით მეხუთე მაღაზიაა, რაც მოწმობს იმას, რომ ამ ქალაქში წიგნზე ნამდვილად დიდი მოთხოვნაა. ინასარიძის 5 ნომერში მდებარე მაღაზია უკვე ელოდება პირველ ვიზიტორებს და მათ წიგნების ფართო არჩევანს სთავაზობს.

57 ფილიალი საქართველოს მასშტაბით, უამრავი ადამიანი გაერთიანებული ერთი მიზნით: წიგნი ხელმისაწვდომი გახადოს საქართველოს ყველა კუთხეში და კიდევ უფრო მეტად შეაყვაროს ადამიანებს კითხვა - სწორედ ეს არის „ბიბლუსი“, ყველაზე დიდი წიგნის მაღაზიათა ქსელი საქართველოში, რომელიც მომავალშიც აუცილებლად გააგრძელებს მკითხველის სხვადასხვა საინტერესო წიგნით განებივრებას.

bpn