როგორ გამოიყურება საახალწლოდ განათებული თბილისი (+ფოტო)

რამდენიმე დღეა თბილისის საახალწლოდ განათება და მორთვა მიმდინარეობს.

კერძოდ, რამდენიმე დღის წინ, ახალი ილუმინაციები დამონტაჟდა დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე - რუსთაველის, მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირებზე, ასევე, პეკინისა და ბარათაშვილის ქუჩებზე. დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო სანათების მონტაჟი დეკემბრის შუა რიცხვებში დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საახალწლო ილუმინაციებისთვის 3 მილიონი ლარი დაიხარჯა.

იხილეთ ფოტოგალერეა