საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 13 მილიარდ ლარს გადააჭარბა

მიმდინარე წლის 30 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოს საგარეო ვალმა 13.784 მილიარდ ლარს (5,063 მილიარდ დოლარზე მეტი) გადააჭარბა.

31 ოქტომბრის მდგომარეობით, საგარეო ვალი 12,940 მილიარდ ლარზე მეტი (5,001 მილიარდ დოლარზე მეტი) იყო.

საქართველოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და მსოფლიო ბანკის რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

IDA -ს მიმართ ქვეყნის ვალი 30 ნოემბრის მდგომარეობით 3,170 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს; IBRD-ის მიმართ კი სახელმწიფოს ვალი 2,005 მილიარდ ლარზე მეტია.