"თბილისის მერიის ფინანსური საქმიანობის შესახებ აუდიტის სამსახურის ორ დასკვნაზე მუშაობა დამამთავრებელ სტადიაშია"

სახელმწიფო აუდიტის სამსახური თბილისის მერიაში მუშაობს, - ამის შესახებ გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შესწავლა მიმდინარეობს რამდენიმე მიმართულებით. კერძოდ, მექვაბიშვილის თქმით, ეს ეხება ქონების მართვას, გამწვანების საკითხებს, გარეგანათებას და ზედამხედველობის სამმართველოს.

გენერალური აუდიტორის თქმით, ორი დასკვნა უკვე დამამთავრებელ სტადიაშია და მათზე მუშაობა ძალიან მალე დასრულდება.

"რაც შეეხება თბილისის მერიას, აუდიტი მიმდინარეობს რამდენიმე მიმართულებით და ძალიან მალე ჩვენ გვექნება დასკვნები. აუდიტის სამსახური გარკვეულ სამსახურებს სწავლობს. ეს არის რამდენიმე თემა, რომელიც ეხება ქონების მართვას, გამწვანების საკითხებს, გარეგანათებას და ზედამხედველობის სამმართველოს. კანონით გათვალისწინებული პროცედურების ფარგლებში ყველა დასკვნას გამოვაქვეყნებთ", - განაცხადა მექვაბიშვილმა.