გენერალური აუდიტორის განცხადებით, პოლიტიკაში შავი ფულის შესაძლო მიმოქცევის საკითხის შესწავლაზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა

სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიშს უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს.

ამის შესახებ გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, სწავლობს თუ არა აუდიტის სამსახური პოლიტიკაში შავი ფულის შესაძლო მიმოქცევის საკითხს და რა ეტაპზეა ეს შესწავლა.

"ამ მიმართულებით ვმუშაობთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. საარჩევნო პროცესი არის დასრულებული. ჩვენ ვმუშაობთ საბოლოო ანგარიშზე, რომელსაც ძალიან მალე გამოვაქვეყნებთ", - განაცხადა მექვაბიშვილმა.