ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ ბაკურიანში, დიდველის სათხილამურო არეალი ოფიციალურად გახსნა.
როგორც „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ პრესსამსახურიდან იუწყებიან, დამსვენებლები ისარგებლებენ ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის „ნოდოს“ სათხილამურო გზით. 2000 მეტრიან სათხილამურო ტრასას 34 თოვლის საფრქვევი აპარატი და 2 ზარბაზანი ათოვლიანებს.
კურორტზე სასრიალო გზების უსაფრთხოებას სამთოპატრული უზრუნველყოფს.
საბაგირო ყოველ დღე, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე იმუშავებს.
როგორც „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დიდველზე სულ ოთხი საბაგიროა: ერთი გონდოლას ტიპის, ერთი სკამებიანი (ბაბლი), ერთი ბიგელი და ფუნიკულიორი. კურორორტზე არის ასევე 14 კმ-ნი 7 სათხილამურო გზა, რომელიც გათვლილია ყველა ტიპის მოთხილამურისთვის. დიდველზე ღამეც შესაძლებელია სრიალი, ვინაიდან სათხილამურო გზებზე დამონტაჟებულია მაღალტექნოლოგიური ფერადი განათებები, ე.წ „ლედ განათებები“.