ზამთრის დადგომასთან ერთად ზამთრის კურორტების თემაც აქტიურდება და დამსვენებლებს არჩევანის გაკეთება უწევთ.
მსოფლიოში უამრავი ასეთი კურორტია, თუმცა მათ შორის დიდი სხვაობაა, მათ შორის ფასში და შემოთავაზებულ სერვისში. წარმოგიდგენთ მსოფლიოს ხუთ ყველაზე ძვირად ღირებულ სათხილამურო კურორტს.
კურორტი Almhof Schneider
მდებარეობა - ავსტრია, სოფელი ლეხი
ფასი: ერთი ღამე 1 666 დოლარი.
მსოფლიო კლასის ერთ-ერთი ძვირად ღირებული კურორტი, ალბერგის რაიონის სათხილამურო ტრასის ცენტრში მდებარეობს. Almhof Schneider დამსვენებელს ავსტრიის საუკეთესო სამზარეულოს სთავაზობს. აქვე დამსვენებელს შეუძლია ისარგებლოს პირადი ინსტრუქტორის მომსახურებით, რომლებიც დამწყებ მოთხილამურეებს თხილამურებზე დგომას ასწავლიან.
სასტუმრო კარლტონი
მდებარეობა: - შვეიცარია, სოფელი სენტ-მორიცი
ფასი: ერთი ღამე 3 310 დოლარი
სასტუმრო კარლტონი უკვე 100 წლისაა და ის ყველაფერს აკეთებს, რომ მაღალი ფასების მიუხედავად დამსვენებელი მიიზიდოს. სასტუმრო დამსვენებლებს საუკეთესო სათხილამურო თავგადასავალს სთავაზობს. კურორტი ადრენალინის მაძიებელთათვის შესანიშნავი ადგილია.
სუვრეტას სახლი
მდებარეობა: - შვეიცარია, სოფელი სენტ-მორიცი
ფასი: ერთი ღამე 3 595 დოლარი
სუვრეტას სახლი ამაყობს თავისი ყველაზე თანამედროვე სათხილამურო ცენტრით. მათი სათხილამურო მაღაზია კი აღჭურვილია უახლესი ტექნიკით. აქვე ფუნქციონირებს სათხილამურო სკოლა.
აურელიოს სათხილამურო კურორტი
მდებარეობა:
ავსტრია, სოფელი ლეხიფასი: ერთი ღამე 6 176 დოლარი
ხუთვარსკვლავიანი სათხილამურო კურორტი ავსტრიის ყველაზე ძვირად ღირებული სათხილამურო ტრასა არლბერგთან მდებარეობს. დამსვენებელს შესაძლებლობა აქვს ისიამოვნოს კომფორტით და მთის შესანიშნავი ხედებით. საძინებელი რეზიდენციები კი უზარმაზარია. სტუმრებისთვის ხელმისაწვდომი სამეფო მკურნალობა, რა თქმა უნდა, საჭიროების მიხედვით.
Les Suites de la Potiniere
მდებარეობა: საფრანგეთი, კურშეველი
ფასი: ერთი ღამე 10 295 დოლარი
მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ზამთრის კურორტი საფრანგეთში მდებარეობს და კურშეველი ექსკლუზიურ სათხილამურო კურორტად ითვლება. ძვირადღირებული ლუქსის ტიპის სასტუმროს ნომრები, მსოფლიო კლასის რესტორნები და აბაზანები აქ მდებარე სასტუმროებს ყველაზე ძვირად ღირებულთა სათავეში აქცევს. მომსახურება სრულყოფილებამდეა მიყვანილი, აქ გატარებული შვებულება დღესასწაულად იქცევა.
ლიკა ამირაშვილი