დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლისთვის 35-39 მილიარდ გირვანქა სტერლინგს გადაიხდის , - ამის შესახებ პარლამენტში დებატების დროს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, იუწყება Sky News.
„როგორც მე უკვე აღვნიშნე, ჩვენ საფასურის მოცულობა და დაანგარიშების მეთოდიკა დავადგინეთ. წინასწარი გათვლებით, საფასური 35-39 მილიარდ გირვანქა სტერლინგს (40-44 მილიარდ ევროს) შეადგენს“, - განაცხადა მეიმ.
მისი თქმით, მომავალში ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის თანამშრომლობა გაგრძელდება.
„არსებობს პროგრამები, რომლებშიც მონაწილეობა ჩვენ გვსურს, ამიტომ ჩვენ მზად ვართ შესაბამისი საფასური გადავიხადოთ“, - დასძინა მან.