2018 წლიდან Wizz Air ქუთაისიდან ლატვიის მიმართულებით იფრენს

ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისიდან ახალ მარშრუტს ამატებს.

როგორც კომპანია იუწყება, კომპანია რიგის (ლატვია) მიმართულებით ფრენას კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და კვირას განახორციელებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ახალი მიმართულება, 2018 წლიდან იქნება ხელმისაწვდომი, ბილეთების შეძენა შესაძლებელია wizzair.com-ზე, ფასი კი 52,99 ლარიდან/ 19,99 ევროდან იწყება.

ცნობისთვის, ყველა ავიარეისი სრულდება 180 ადგილიანი აირბას A320 და 230 ადგილიანი აირბას A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით.