ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმება არ ნიშნავს, რომ დარგის პოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანო არ იარსებებს , - ამის შესახებ "ენერგო-პრო ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ ენერგეტიკის სამინისტროს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გაერთიანების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"ჩვენ ყოველთვის გვქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა როგორც მარეგულირებელ კომისიასთან, ასევე სამინისტროსთან და სამინისტროს გაუქმება, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ დარგის პოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანო არ იარსებებს. რა თქმა უნდა, ველოდებით ცვლილებებს, დარწმუნებული ვართ, რომ ისეთივე თანამშრომლობა გვექნება ამ შემთხვევაში ეკონომიკის სამინისტროსთან, როგორი წარმატებული თანამშრომლობაც გვქონდა ენერგეტიკის სამინისტროსთან", - განაცხადა მიხეილ ბოცვაძემ.