ირინა მილორავა - ტარიფის დადგენისას სემეკი უყურებს წლის საშუალო კურსს

ჩვენ არ უნდა მივაქციოთ ყურადღება ერთი კონკრეტული თვის კურსს, ჩვენ ვუყურებთ წლის საშუალო კურსს, - ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ ტარიფზე ლარის კურსის გავლენის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ირინა მილორავას განცხადებით, აღნიშნულზე განცხადება მაშინ გაკეთდება, როდესაც სემეკი ტარიფებზე იმსჯელებს.

"უბრალოდ შეგახსენებთ, რომ შარშან ამ დროს ჩვენ ვადგენდით 2017 წლის ტარიფს, დაახლოებით, ზუსტად ეს პერიოდი იყო რომ თბოლექტროსადგურების ტარიფი დავადგინეთ და გავითვალისწინეთ კურსი 2 ლარი 73 თეთრი. დღეს კურსი გაცილებით დაბლა არის და 2017 წელმა, შემიძლია გითხრათ, რომ აბსოლუტურად პრობლემების გარეშე გადაიარა, რადგან საშუალო კურსი 2017 წლის მაჩვენებლებით დაახლოებით, 2.5 ლარის დონეზე იყო. ამიტომ კურსთან დაკავშირებით დღეს მეჩვენება, რომ ცოტა ნაადრევია საუბარი. ჩვენ არ უნდა მივაქციოთ ყურადღება ერთი კონკრეტული თვის კურსს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვუყურებთ წლის საშუალო კურსს და ჩვენ როდესაც ვგეგმავთ და პროგნოზირებას ვაკეთებთ მომავალი სატარიფო პერიოდისათვის კურსის, როგორც წესი, ვეყრდნობით, ბიუჯეტით გათვალისწინებულ მაჩვენებელს", - განაცხადა მილორავამ.