მილიარდერი ქუდებს ყიდის

ცნობილი მილიარდერი, ელონ მასკი, მისივე შექმნილი გვირაბების მთხრელი კომპანიის Boring Company-სთვის დამატებითი ფინანსების უზრუნველსაყოფად, ამავე კომპანიის ვებგვერდზე ქუდებს ყიდის.

გაყიდვების შესახებ მილიარდერმა 3 დეკემბერს გამოაცხადა და ამ დროისთვის უკვე მოახერხა 35 000 ერთეულის რეალიზება, საიდანაც 700 000 დოლარი მიიღო. როგორც მასკი ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს, ბრენდირებული ქუდების მხოლოდ 50 ათასი ერთეული გამოვა გაყიდვაში და შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება გვირაბისმთხრელ კომპანიას. ქუდის ღირებულება 20 დოლარია და ყველას გაყიდვის შემთხვევაში, მასკი მილიონი დოლარის შემოსავალს მიიღებს.

The Boring Company ილონ მასკის მიერ დაარსებული კომპანიაა, რომელიც ლოს ანჯელესის მიწისქვეშ გვირაბების გასათხრელად შექმნა. ცნობისთვის, მასკის სხვადასხვა კომპანიების ლოგოთი ბრენდირებული კეპები ჯერ კიდევ მარტში გამოჩნდა და ისინი მისი კომპანიების ვებპლატფორმებზე წარმატებით იყიდება.

კოკა კვირკველია