ლარი კიდევ მყარდება

Bloomberg-ის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში ამ დროისთვის 1 აშშ დოლარი 2.5550 ლარად ივაჭრება.

„ბლუმბერგის“ სავაჭრო სისტემაში ვაჭრობა დღეს, 1 აშშ დოლარი - 2. 6000 ლარით დაიწყო, თბილისის დროით 11.55 საათზე კი 1 აშშ დოლარი 2. 5550 ლარი ღირს.

ცნობისთვის, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 4.15 თეთრით, ევროსთან მიმართებაში კი 5.50 თეთრით გამყარდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის მიერ გუშინ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6258 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0916 ლარია.