თბილისის ვიცე მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტი ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტების და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის მოწესრიგებაზე იქნება ორიენტირებული.
ამის შესახებ ხმალაძემ ჟურნალისტებს დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხდა.
მისივე ინფორმაციით, მომდევნო წელს 11 მეტროსადგურის რეაბილიტაცია განხორციელდება.
"ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებაზე იქნება ორიენტირებული დედაქალაქის ბიუჯეტი. ყველაზე მთავარი მიმართულება იქნება ისტორიული არეალების რეაბილიტაცია, ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია, გუდიაშვილის მოედანი და, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი ტრანსპოსტი - ძირითადად მეტროსადგურების რეაბილიტაცია, მეტროს შემადგენლობების მოდერნიზაცია უნდა მოხდეს. დაახლოებით 11 მეტროსადგურის რეაბილიტაცია განხორციელდება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიმართულება 2018 წელს თბილისის ბიუჯეტის", - განაცხდა ხმალაძემ.