"დღეს ENPARD-ის მესამე ფაზის დაწყებას აღვნიშნავთ, ეს არის პროგრამა, რომელიც დაახლოებით 79 მლნ ევროს ითვალისწინებს"

დღეს ENPARD-ის მესამე ფაზის დაწყებას აღვნიშნავთ, ეს არის პროგრამა, რომელიც დაახლოებით 79 მლნ ევროს ითვალისწინებს , - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს იქნება სოფლად განვითარებისთვის, სოფლად კეთილდღეობისთვის, დამატებითი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, სოფელში კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად და სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო თუ ეკონომიკური საქმიანობის მხარდასაჭერად შექმნილი პროგრამა.

”დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რადგან აღვნიშნავთ ENPARD-ის პირველი ფაზის დასრულებას, ეს არის ევროკავშირის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების კუთხით, საქართველომ მიიღო დაახლოებით 52 მლნ ევროს დახმარება და ეს პირველი ფაზა დამთავრდა ძალიან დიდი წარმატებით, საქართველოში შეიქმნა 1500-ზე მეტი კოოპერატივი, მოხდა ინსტიტუციური გაძიერება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსი და მოხდა ექსტენციის ქსელის ჩამოყალიბება, რაც საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურეობას უწევს ჩვენს სოფლად მცხოვრებ ფერმერებს. ძალიან მნიშვნელოვანია ამავე დროს იმის აღნიშვნა, რომ დღეს ENPARD-ის მესამე ფაზის დაწყებას აღვნიშნავთ. ეს იქნება სოფლად განვითარებისთვის, სოფლად კეთილდღეობისთვის, დამატებითი სამუშაო ადგილების შესაქმნელად სოფელში კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად და სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო თუ ეკონომიკური საქმიანობის მხარდასაჭერად შექმნილი პროგრამა, რომელიც დაახლოებით 79 მლნ ევროს ითვალისწინებს და, რა თქმა უნდა, ამ კუთხით ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ ევროკავშირს და მის წარმომადგენლობას საქართველოში”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.