ბოლო 5 წელიწადში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გაორმაგებულია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც ის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს წარადგენს.
ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ყურადღება გაამახვილა ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებზეც.
„ბოლო წლებში ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მამოძრავებელ ძალად ჩამოყალიბდა და მიმდინარე ანგარიშის ხარჯების დაფინანსების გადამწყვეტ კომპონენტად იქცა. ბოლო 5 წელიწადში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გაორმაგებულია. 2016 წელს, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვმა პირველად გადააჭარბა 6 მილიონს. წელს კი, 11 თვის მდგომარეობით, საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა დაახლოებით, 7 მილიონს შეადგენს. ჩვენი პროგნოზით 2017 წელს, საქართველოს ეკონომიკა მიიღებს ამ სექტორიდან 2,8 მლრდ აშშ დოლარამდე შემოსავალს საერთაშორისო ტურიზმიდან“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.