"ხაზგასმით უნდა ითქვას, თუ რა თანხა შემცირდა 2016 წელთან შედარებით, 2017 წელს ადმინისტრაციული ხარჯების კუთხით"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებით, კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ითქვას, თუ რა თანხა შემცირდა 2016 წელთან შედარებით, 2017 წელს ადმინისტრაციული ხარჯების კუთხით , - ამ კითხვით გია ვოლსკიმ ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძეს მიმართა, რომელმაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა.

„მოხსენებაში კარგად იყო ჩამოყალიბებული, მაგრამ ეტყობა მაინც აქცენტი პოლიტიკურ თემებზე კეთდება, მესმის პარლამენტია, მაგრამ ოპოზიცია სულ იმას ამბობს, რომ რატომ ხალხი არ გაყარეთ გარეთ. ყველა რომ დაითხოვოთ სამსახურიდან, ალბათ, ის თანხა შეგროვდება, რომელიც სჭირდება იმ თემებს, რაზეც ზოგიერთი ლაპარაკობს, რომ ხალხის სიმპათია მოიპოვოს. ეს პოლიტიკაში სამწუხაროდ ჩვეულებრივ ამბად იქცა, მაგრამ ხაზგასმით, დეტალებში უნდა ითქვას, რის ხარჯზე მოხდა და რამდენია მოცულობა თანხისა, რომელიც 2016 წელთან შედარებით 2017 წელს შემცირდა, ადმინისტრაციული ხარჯები მაქვს მხედველობაში“, - განაცხადა ვოლსკიმ.