რომან გოცირიძე მამუკა ბახტაძეს - რკინიგზა მიდის ფინანსური კრახისკენ

როგორადაც არ უნდა მოვიწონოთ თავი, რომ ორსართულიანი მატარებლები დადის, რკინიგზის ტვირთბრუნვა თითქმის მესამედითაა შემცირებული, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ ფინანსთა მინისტრს მამუკა ბახტაძეს, რომელმაც 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა.

„ჩემი შეკითხვა არის იმ სფეროდან, რომელსაც თქვენ კარგად იცნობთ და რომლის მდგომარეობითაც სამწუხაროდ, ჩვენ ვერ დავიკვეხნით, შეიძლება ვთქვათ, რომ კატასტროფული ვითარებაა. ეს არის რკინიგზა. როგორადაც არ უნდა მოვიწონოთ თავი, რომ ორსართულიანი მატარებლები დადის, ყველაზე ნათლად, საუბრობს ის სტატისტიკა, რაც თქვენ აქ წამოადგინეთ - თითქმის მესამედითაა ტვირთბრუნვა შემცირებული, მაგრამ სამწუხაროდ, ამ 5 წლის განმავლობაში რკინიზგის მდგომარეობა, ფაქტობრივად, მიდის დეგრადაციისკენ“, - განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, რკინიგზის ბოლო მოგება 2012 წელს იყო 97 მილიონი ლარი, შემდეგ წლებში კი შემცირდა.

„მოკლედ რკინიგზა მიდის ფინანსური კრახისკენ“, - აღნიშნა გოცირიძემ.