პარიზის შარლ დე გოლის სახელობის აეროპორტიდან უსახლკარო პირმა 300 ათასი ევრო მოიპარა

პარიზის შარლ დე გოლის სახელობის აეროპორტიდან უსახლკარო პირმა 300 ათასი ევრო მოიპარა. ამის შესახებ გაზეთი Le Parisien წერს.

გაზეთის ინფორმაციით, კამერებმა დააფიქსირეს, რომ 50 წლამდე მამაკაცი ფინანსური კომპანია Loomis-ის ოფისთან განლაგებულ სანაგვე ურნებში იქექებოდა. მოულოდნელად მან დაინახა, რომ კომპანიის ოფისის კარები ღიაა. რამდენიმე წუთში მან ოფისი ფულით სავსე ორი ჩანთით დატოვა.

პოლიციამ მომხდარის გამოძიება დაიწყო. აღსანიშნავია, რომ აეროპორტის პოლიციისთვის მამაკაცი კარგად არის ცნობილი, მაგრამ ქურდობის შემდეგ ის აეროპორტის სიახლოვეს არ გამოჩენილა.