საქართველოში სტარტაპების ხელშეწყობის რამდენიმე შესაძლებლობა არსებობს, იქნება ეს სახელმწიფო პროგრამები თუ კერძო კომპანიების ინტერესები, დაეხმარონ და ხელი შეუწყონ ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას.
შესაბამისად საქართველოში სტარტაპების მიმართ ინტერესი სულ უფრო და უფრო იზრდება, თუმცა საზოგადოების მეტად ინფორმირებისთვის საჭიროა ისეთი შეხვედრების ორგანიზება, სადაც დამწყებ სტარტაპერებსა და პროგრამით დაინტერესებულ პირებს ექნებათ საშუალება მიიღონ მეტი ინფორმაცია, გაიზიარონ წარმატებული სტარტაპერების გამოცდილება, გაიგონ, როგორ წამოიწყონ ან მეტად განავითარონ უკვე არსებული საკუთარი ბიზნესი. პროექტი „ლურჯი ოკეანე“ უკვე მესამე წელია აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში ბიზნესგანათლების ამაღლებას და ამისათვის ბიზნეს თემებით დაინტერესებულ ადამიანებს ბიზნესლიტერატურასთან ერთად სპეციალურ ღონისძიებებსაც სთავაზობს.
„ლურჯი ოკეანისა“ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ეგიდით სტარტაპ სესიების ფარგლებში, დაგეგმილია ბიზნესღონისძიება სახელწოდებით „ლურჯი ოკეანე სტარტაპებისთვის“, რომელიც 15 დეკემბერს, 12:00 საათზე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაიმართება, სადაც დამსწრე აუდიტორიას წარმატებული სტარტაპ კომპანიებისა და საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლები საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ და წარმატებული სტარტაპის შექმნის შესაძლებლობებზე დაელაპარაკებიან. ასევე ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ერიკ რისის წიგნის -" წარმატებული სტარტაპი" პრეზენტაცია. საინტერესო მოხსენებითა და თემებით წარსდგებიან სპიკერები:
• გიორგი ხოშტარია - WePark - "იდეის ფორმირება და პირველი ნაბიჯები"
• ბორის კიკნაძე - PawwwN - "როგორ ჩავფლავდეთ"
• ნათია სვანიძე - TBC სტარტაპერი - "სტარტაპი, როგორც ცხოვრების სტილი"
• ლაშა შარიქაძე - Kedari Ventures - "ასაფრენი ბილიკი სტარტაპერებისთვის"
• გაბრიელ მელივა - Memogram - "გლობალური თუ ლოკალური"
ნათია სვანიძე TBC სტარტაპერი
ჩემი სასაუბრო თემა იქნება ზოგადად სტარტაპების შესახებ, რათა უფრო მეტმა ადამიანმა დაიწყოს საკუთარი ბიზნესი საქართველოში. ასევე ვისაუბრებ, როგორც TBC ბანკის წარმომადგენელი, იმის შესახებ, თუ რას აკეთებს TBC საქართველოში სტარტაპ გარემოს განვითარებისთვის. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ისეთი ბიზნესლიტერატურის გამოცემა, რომელსაც „ლურჯი ოკეანე“ გამოსცემს, ვიტყვი, რომ ბიზნესლიტერატურას დიდი წვლილი შეაქვს სტარტაპ გარემოს განვითარების საქმეში. როცა ბიზნელიტერატურა ითარგმნება ქართულად, ეს კიდევ უფრო ხელს უწყობს ადამიანებს მიიღონ განათლება და ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ბიზნესის დასაწყებად. ერთია მიიღო უშუალოდ ტექნიკური ცოდნა, მეორეა, რომ მიიღო ინსპირაცია, და მესამეა, რომ იყო საქმის კურსში რა ხდება მსოფლიო მასშტაბით, ყველაფერი ამისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია გამოიცემოდეს და ითარგმნებოდეს ლიტერატურა ქართულ ენაზე.
გიორგი ხოშტარია (wepark)
ვისაუბრებ ჩემს სტარტაპ WePark-ზე, რომელიც არის მობილური აპლიკაცია, პარკინგის დაჯავშნის სერვისი. გარდა ამისა, ვისაუბრებ იმაზე, თუ როგორ ხდება სტარტაპის იდეის ფორმირება და იდეებიდან პირველ ნაბიჯებზე გადასვლა. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სტარტაპებისთვის ინფორმაციის გაზიარება და მსგავსი შეხვედრების გამართვა, ვიტყვი, რომ სხვების წარმატება, კვებავს და აძლიერებს დანარჩენებს, სტარტაპები მუდმივად უზიარებენ გამოცდილებას ერთმანეთს, უფრო გამოცდილები - შედარებით გამოუცდელებს. ეს არის ცოდნის გაზიარების ძალიან კარგი მეთოდი, რომელიც ეხმარება დამწყებ სტარტაპერებს, რათა სხვის გამოცდილებაზე დაყრდნობით აღარ დაუშვან შეცდომები.ნათია ზაქრაძე, პალიტრა L-ის პიარმენეჯერი: „საგამომცემლო პროექტი "ლურჯი ოკეანე" უკვე მესამე წელია გამოსცემს ბიზნესლიტერატურას. დევიდ ალენი, გაი კავასაკი, ბრაიან თრეისი, ჯონ კინგი და სხვა მსოფლიოს წამყვანი ბიზნესავტორები ქართველმა მკითხველმა სწორედ „ლურჯი ოკეანის“ წიგნების დამსახურებით გაიცნო. პროექტის საქმიანობა გასცდა მხოლოდ ლიტერატურის გამოცემას, დაჩამოყალიბდა "ლურჯი ოკეანის კლუბი", რომელიც საქართველოში ბიზნეს განათლების მხარდაჭერასა და ამაღლებას ისახავს მიზნად. კლუბის ფარგლებში იმართება პერიოდული შეხვედრები და ბიზნესღონისძიებები სხვადასხვა თემაზე. თემა „სტარტაპები“ ჩვენი გამოკითხვის შედეგად შეირჩა. მეტი კონკრეტიკისთვის არჩევანი ძალიან საინტერესო თემაზე, ტექნოლოგიურ სტარტაპებზე შევაჩერეთ. ამას დავამთხვიეთ ერიკ რისის წიგნის -" წარმატებული სტარტაპი" პრეზენტაცია, რომელიც წიგნის მაღაზიებში სწორედ 15 დეკემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი. დარწმუნებული ვარ, საინტერესო ღონისძიება გამოგვივა მათთვის, ვისაც სტარტაპი აინტერესებს და ბიზნესის განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებს ეძებს“.
ბიზნესივენთზე წარმოდგენილი „ლურჯი ოკეანის“ წიგნები-20%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება.
ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია.
ბიზნესღონისძიების ბმული.