სადაზღვევო ინდუსტრია მესამე წელია წაგებაზე მუშაობს

სადაზღვევო ინდუსტრიამ 2013 წელიც ზარალით დაასრულა.

მართალია, ზარალის მოცულობა მოცულობა 3 მლნ ლარს აჭარბებს, თუმცა მნიშვნელოვნად არის შემცირებული 2012 წელთან შედარებით, როცა სექტორის ზარალმა 7 მლნ ლარს გადააჭარბა.

სადაზღვევო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, სადაზღვევო საქმიანობიდან მიღებულმა მოგებამ შარშან 60 მლნ ლარს გადააჭარბა,  11 მლნ ლარზე მეტი ინდუსტრიამ სიცოცხლის დაზღვევიდან მიიღო, 49 მლნ ლარი არასიცოცხლის დაზღვევაზე მოდის, საპენსიო საქმიანობიდან მიღებულმა მოგებამ კი 83 565 ლარი შეადგინა.

გასული წლის განმავლობაში, სადაზღვევო სექტორმა ხელფასების სახით 40 მლნ ლარამდე გასცა, მოგების გადასახადის სახით კი 6 მლნ ლარზე მეტი გაიღო, ადმინისტრაციულმა ხარჯებმა 20 მლნ ლარი შეადგინა, სხვა ხარჯები კი 10 მლნ ლარით განისაზღვრა.