კანადა სიღარიბის დასაძლევად საპილოტე პროგრამას აამუშავებს

კანადის პორვინცია კვებეკში მცხოვრები 84 ათასამდე მოქალაქე მომავალი წლიდან ქვეყნის ხელისუფლებისგან საბაზისო შემოსავალს მიიღებს, რაც სიღარიბის დაძლევის 3 მილიარდიანი გეგმის ნაწილია და კვებეკის პრემიერმა, ფილიპ კოილარდმა წარადგინა.

ფინანსური დახმარება, უპირველეს ყოვლისა, შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც შრომისუუნარო არიან. ეს კი ნიშნავს, რომ მათი ფინანსური მხარდაჭერა ყოველთვიურად 73 დოლარით გაიზრდება.

გეგმის თანახმად, იმ ადამიანების ყოვეწლიური შემოსავალი, რომლებსაც ეს რეფორმა შეეხება, ამჟამინდელი 12,749 დოლარიდან 18,029 დოლარამდე 2023 წლისთვის გაიზრდება. 18 ათასი წლიური შემოსავალი კი კანადაში სიღარიბის ზღვრად არის დადგენილი.

პროექტი, რომელიც გამიზნულია ცალკეული ადამიანებისთვის და არ არის საყოველთაო, 2023 წლისთვის 100 ათასამდე ადამიანს დაეხმარება, თავი დააღწიოს სიღარიბეს.

სიღარიბის წინააღმდეგ მომუშავე ჯგუფებმა მთავრობის გეგმა გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ ის არ არის გრძელვადიანი და დიფერენცირებულია, შედეგად კი მოხდება ღარიბთა ფენაში დაყოფა, მათ შორის, ვისაც დახმარება შეეხება და ვისაც ის არ შეეხება.

კოკა კვირკველია