ევროპის კავშირიდან გასვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ბრიტანეთმა მხოლოდ საცალო ვაჭრობის სფეროში 65 ათასი სამუშაო ადგილი დაკარგა.
თუმცა, ბრექსიტმა მეორე მხრივ, ონლაინ ვაჭრობა გაააქტიურა.
როგორც ქვეყნის დასაქმების ორგანოს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში წერია, აღნიშნულ სექტორში სამუშაო ხელის რაოდენობა 5 მილიონს ჩამოსცდა. ანალიტიკოსების აზრით, ეს რიცხვი კიდევ უფრო შემცირდება დღესასწაულების შემდეგ, როცა მყიდველი ისედაც პასიურობს.
მათივე პროგნოზით, საცალო ვაჭრობის ბაზრის შესუსტების უმთავრესი მიზეზი ბრექსიტია, და იმის ფონზე, რომ იზრდება ინფლაცია, ხოლო პარალელურად მცირდება სამუშაო ადგილები, აღნიშნული სექტორისთვის „შავი დღეები“ ჯერ კიდევ წინ არის.
საცალო ბაზარზე სამუშაო ადგილების შემცირების პარალელურად იზრდება ონლაინ ვაჭრობის მაჩვენებლები, რომელიც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია 2,4 პროცენტით.
კოკა კვირკველია