საჯარო მოხელეების სამინისტროებიდან ან თვითმმართველი ქალაქებიდან გათავისუფლების თაობაზე 153 შემთხვევაში სასამართლო დავა დასრულებულია, ხოლო 161 შემთხვევაში დავა გრძელდება, - ამის შესახებ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" კვლევაშია ნათქვამი.
მათივე ინფორმაციით, სასამართლომ სრულად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილა 83 სარჩელი, არ დააკმაყოფილა - 61, წარმოება შეწყდა 40 საქმეზე, საქმე მორიგებით დასრულდა 4 შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის გამო განუხილველი დარჩა 4 საქმე.
ის პირები, ვინც სამსახურიდან გათავისუფლება გაასაჩივრა, ყველაზე მეტჯერ დისციპლინური პასუხისმგებლობისთვის გათავისუფლდნენ. კერძოდ, გასაჩივრების საფუძვლები ასეთია: დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება - 108, რეორგანიზაცია - 97, ატესტაციის შედეგები - 15, პირადი განცხადება - 14, დროებითი მოვალეობის შემსრულებლის ვადის გასვლა - 8, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი - 2, გამოსაცდელი ვადის გასვლა - 1.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" კვლევის ”საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე წარმოებული სასამართლო დავები სამინისტროებისა და თვითმმართველი ქალაქის წინააღმდეგ” პრეტენზაცია გამართა.
კვლევა მოიცავს 2012 წლის 1-ლი იანვრიდან 2017 წლის 1-ლი ნოემბერის ჩათვლით პერიოდს და ეფუძნება სამინისტროებისა და თვითმმართველი ქალაქებიდან (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, რუსთავი) მიღებულ საჯარო ინფორმაციას.