6 ზღაპრული ადგილი საქართველოში, რომელიც ზამთარში აუცილებლად უნდა ნახოთ

საქართველოს მაღალმთიანეთი უკვე დაითოვლა.

ზამთრის კურორტებზე სეზონი თანდათან იხსნება და საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები დამსვენებლების მისაღებად მზად არის - ტურისტებსა და ადგილობრივებს ელის გუდაური, გოდერძი, ბაკურიანი, სვანეთში კი მესტია-ჰაწვალისა და თეთნულდის კურორტები.

თუმცა, ზამთრის ტრადიციული დასასვენებელი ადგილების გარდა, საქართველოში კიდევ რამდენიმე ადგილია, რომელიც ზამთარში განსაკუთრებით ჯადოსნური ხდება და მათი ნახვა აუცილებელია. გთავაზობთ 6 ადგილს, რომელიც ზამთრის სეზონზე აუცილებლად უნდა მოინახულოთ:

სოფელი ჯუთა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში მდებარე სოფელი, ზაფხულში დამსვენებლებს არ უჩივის. ჯუთა ხევის კავკასიონის მთავარი ქედის  სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს. შეუდარებელი სოფელი ულამაზესი სანახავია როგორც ზაფხულში, ასევე ზამთრის პერიოდში, დათოვლილი ქედები, რომელიც ზღაპრულ სამყაროს ქმნის, სამწუხაროდ მაცხოვრებლებისგან თითქმის დაცლილია. 2014 წლის დემოგრაფიული აღწერის მონაცემებით სოფელში 26 ადამიანი ცხოვრობს.

მარტყოფის ღვთაების მონასტერი

მონასტერი მდებარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფის მახლობლად, თბილისის აღმოსავლეთით, 25-27 კილომეტრზე. მოქცეულია ტყით დაფარულ იალნოს ქედზე. ღვთაების მონასტერი დაარსებულია 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის - მამა ანტონ მარტყოფელის მიერ VI საუკუნეში.

მარტყოფის ღვთაების მონასტერი მოქმედებდა 1934 წლამდე, შემდეგ ის კომუნისტებმა გააუქმეს. XX ს. 50-60-იან წლებში მონასტერში უპატრონო ბავშვთა თავშესაფარი გახსნეს, შემდეგ კი 31-ე ქარხნის დასასვენებელ სახლად გადააქციეს. მონასტერში სამონასტრო ცხოვრება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 1989 წელს აღდგა. მონასტრის ისტორიაში განსაკუთრებით ტრაგიკულია 1918 წლის 26 აგვისტოს ღამე, როდესაც აქ თავის სენაკში მოკლეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II.

შაორის წყალსაცავი, ან შაორის ტბა

საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ადგილას რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შაორის ტბა მდებარეობს. ის ხშირად ექცევა ტურისტების ყურადღების ცენტრში, სოციალურ ქსელში ხშირად შეხვდებით შაორის ტბის საოცარ ფოტოებს, რომელიც წლის ყველა სეზონზე განსაკუთრებულად ლამაზი ბუნებით გამოირჩევა.

შაორის წყალსაცავის სიგრძე 7,1 კილომეტრი, უდიდესი სიგანე კი 2,7 კილომეტრია. უდიდესი სიღრმე 14,5 მეტრი, საშუალო სიღრმე 9,8 მეტრი, ფართობი 9,2 კმ². წყლის მოცულობა 90,6 მლნ მ³. საზრდოობს შენაკადებითა და ნალექებით, რომლებიც მის ზედაპირზე მოდის (წელიწადში 1500 მმ). იხილეთ გაგრძელებ