ეს არის მხოლოდ ერთი სენატორის პოზიცია , - ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია „რესპუბლიკელი“ სენატორის რენდ პოლის მიერ მომზადებულ რეზოლუციას, რომელიც საქართველოსთვის Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების მიყიდვის დაბლოკვას ითხოვს.
"რაც შეეხება სენატორების, ასევე, კონგრესმენების აბსოლუტური უმრავლესობის განწყობას, იგი მიმართულია იმისკენ, რომ მხარი დაუჭიროს ამ გადაწყვეტილებას და თქვენ მომავალ კვირაში იხილავთ ამ გადაწყვეტილებას", - განაცხადა იზორიამ.
„რესპუბლიკელი“ სენატორი რენდ პოლი საქართველოსთვის Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების მიყიდვის დაბლოკვას ითხოვს. შესაბამისი რეზოლუციის პროექტი რენდ პოლმა აშშ-ს სენატში დაარეგისტრირა.
რეზოლუციას, რომელიც სენატში 7 დეკემბერს დარეგისტრირდა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი განიხილავს.