საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 13 დეკემბრის საჯარო სხდომაზე სს „ენერგოკავშირი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო დააჯარიმა.
კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 5 000 ლარის გადახდა დაეკისრა.
სს „ენერგოკავშირის“ დაჯარიმების მიზეზი კომისიის მიერ დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა გახდა. კერძოდ, განაწილების ლიცენზიატმა არ დაარეგისტრირა განმცხადებელი აბონენტად, მიუხედავად იმისა, რომ მას კომისიის აპარატის მიერ წერილობით ეცნობა განმცხადებლის მოთხოვნის საფუძვლიანობის შესახებ.